სტუმარი ბლოგერი

ხანდახან ბავშვსაც ეწევინება?!

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ სრულიად საქართველო მოიცვა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მინდა ჩემი მკაფიო აზრი გამოვხატო ამ ყველაფრის შესახბ და გამოვეხმაურო მათ ვინც ამართლებს მშობლების ამ საქციელს. ბავშვი დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე სწავლობს, ცდილობს აითვისოს და შეისწავლოს ყველაფერი რაც მის გარშემოა, სწავლობს სიარულს, თამაშს,საუბარს, ცეკვას, სიმღერას და უამრავ სხვას თუმცა ყველაზე მთავარი გვავიწყდება, პირველი ჩასუნთქვიდან, თვალების გახელიდან, ყოველი გაღვიძებიდან დაძინებამდე, ყოველდღიურად და ყოველთვიურად გბაძავთ თქვენ. მაგალითს იღებს იმ გარემოდან სადაც ცხოვრობს და სწორედ ამიტომ მშობელი ვალდებულია შეუქმნას შვილს შესაბამისი გარემო, გარემო რომელიც რეალურად სჭირდება ბავშვს და არა ის რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ ყოველდღიურად ვასწავლით შვილებს თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ მწეველებად, ლოთებად, ნარკომანებად, უმადურებად, უსინდისოებად და მკვლელებად.
– რატომღაც შვილი დედამ უნდა გაზარდოს.

– რატომღაც მამა მარტო იმისთვისაა რომ იმუშაოს, სახლში მთვრალი მოვიდეს და დედასთან იჩხუბოს.
– რატომღაც გვესმის აზრს მოკლებული წინადადებები “რატომ ურტყამ,ის ხომ გოგოა?!”, “ბიჭს კიდევ ეპატიება მაგრამ გოგო და ასეთი?!”
– რატომღაც გოგო თუ გეყოლა “ტეხავს”.

– რატომაღაც ვთვლით რომ ეს ყველაფერი ნორმალურია როდესაც უამრავი “რატომღაც” არსებობს.
გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით უამრავმა კომენტარმა გაიჟღერა, მახარებს ის ამბავი რომ უმეტესობა ნეგატიურად იყო განწყობილი ამ ფაქტის მიმართ.
“მოწევა კლავს” – წარწერა რომელიც თამბაქოს ყუთებზეა განთავსებული ალბათ მიგახვედრებთ თუ რამხელა რისკის შემცველია მისი მოხმარება ადამიანისთვის და როგორი ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანს. პირველ რიგში ზიანდება სასუნთქი გზები, ორგანიზმი დამოკიდებული ხდება თამბაქოს მიმართ, ნერვული სისტემა მწყობრიდან გამოდის რასაც საკუთარ თავს თუ არა მწეველ ადამიანს მაინც შეამჩნევდით. ეს კიდევ ყველაფერი არ არის, მოწევას უამრავი პრობლემა ახლავს თან.
მაშინ როდესაც ნორმალური რჩევა უნდა მისცეთ შვილს და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდოთ, თქვენ საკუთარი ხელით “მოუკიდებთ” თამბაქოს და უყურებთ თუ როგორ ეწევა თქვენი შვილი, როგორ იბინძურებს ფილტვებს, ორგანიზმს და ამ ყველაფერზე მშობლის რეაქცია შემდეგია: -“აქანე ჩააფერფლე”. ერთს ვურჩევდი ყველა ადამიანს ვინც ამის მომხრეა, რომ სანამ “მოუკიდებთ” შეხედეთ ვის უჭირავს ხელში  “სიგარეტი”.

მინდა მჯეროდეს რომ პატარა ანდრია ჯანმრთელი და მართლაც რომ ქვეყნის საამაყო ბიჭი გაიზრდება, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი, ჭკვიანი და მოაზროვნე ახალგაზრდები.
იამაყეთ მაშინ როდესაც სამი წლის ბავშვს ხელში სიგარეტის ნაცვლად სანთელს დააჭერინებთ ხელში და ლოცვას ასწავლით  ან კალამს მიაწვდით და წერას ასწავლით. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ და ნაკლებ მსგავს შემთხვევას მეგობრებო. იმედია ძალიანაც არ გამლანძღავთ და სიმართლის თქმის გამო ლაფის სროლას არ დამიწყებთ.
„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.“ (ი.ჭავჭავაძე).

ბექა გრძელაშვილი

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო, მე ბექა გძელაშვილი ვარ. ვსწავლობ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ჩემი ინტერესის სფერო მხოლოდ მეცნიერებით როდი შემოიფარგლება, აგრეთვე ვსწავლობ რუსთავის ხელოვნების სკოლაში, ვიღებ მუსიკალურ განათლებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close