სტუმარი ბლოგერი

ვატიკანის საიდუმლოებები!

უკვე დიდი ხანია ვატიკანის საიდუმლოებებით მოცული ისტორია, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია იდუმალებით მოცულ არქივთან, წარმოადგენს ჩემი ინტერესების სფეროს.

📌12 საუკუნის ისტორია
📌რომის პაპების საიდუმლო ხელნაწერები
📌იმპერატორების დაშიფრული წერილები
📌კოდექსები

 

დაკავშირებული სურათი

 

საინტერესოა, რომ 1881 წელს მიღებული გადაწყვეტილება დახურული არქივის გახსნის შესახებ, რომელიც ეკუთვნოდა რომის პაპ ლევ VIII-ს, მალევე იქნა უგუნებელყოფილი მისი შემცვლელი პაპის მიერ.

❓ინახავს თუ არა ვატიკანის საიდუმლო არქივი ისტორიას, რომელიც გასაიდუმლოებულია ცივილიზაციისთვის?

ეს არის კითხვა, რომლის პასუხის ძიებაშიც არც თუ ისე დიდი ხანია ვარ ჩართული და საბედნიეროდ უკვე შევძელი მომეპოვებინა ის მცირედი ინფორმაცია, რომელიც ამართლებს ჩემს ეჭვებს ზემოთ ხსენებულთან დაკავშირებით.

📌 ვატიკანის არქივი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებულ ადგილს წარმოადგენდა თავად პაპებისთვისაც.
📌თანამედროვე არქივი დისტანცირებულ დაცვაზეა დამონტაჯებული, რომელიც სუნთქვისებურ სიგნალიზაციას გულისხმობს (არქივის დაცვითი სისტემა დამონტაჯებულია რომის პაპის სასუნთქი ორგანოების დინამიკაზე, შესაბამისად იქ შესვლას მის გარდა ვერავინ მოახერხებს. შესაძლებელია შესვლა მხოლოდ და მხოლოდ მისი თანხლებით. აუცილებელია დაცვითმა ფუნქციამ მისი სუნთქვის რიტმი დააფიქსიროს, რათა არ ჩაირთას სიგნალიზაცია)
📌1929 წლის ლატერანის ხელშეკრულებაში აღნიშნული ადგილის მდებარეობა არ იყო მითითებული.
დაკავშირებული სურათი

საყურადღებოა, რომ ვატიკანი ყოველთვის დაფარულ მტრობას უცხადებდა ილუმინატებს, რომელთა მთავარი მიზანი სამყაროსადმი ხედვის შეცვლა იყო. რა გასაკვირია, რომ ვატიკანისთვის და ზოგადად კათოლიკური სამყაროსთვის წესრიგის დარღვევა რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ დაიწყო კათოლიკურმა სამყარომ დევნა “შეთქმულთა თეორიაში” მონაწილე პირებისა და მათი განადგურება არა თუ ფიზიკურად, არამედ სულიერი გზებით განიზრახა.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი:
📌 ვატიკანის არქივში რამდენიმე ილუმინატის 17 თაობიანი ისტორია ინახებოდაილუმინატები-ის სურათის შედეგი

 

კიდევ არსებობს რამოდენიმე ფაქტი, რომელიც ხაზს უსვამს ზემოთ ხსენებული არქივის საიდუმლოებებს.
📌გასულ საუკუნეში ვატიკანში აქტიური იყო საუბრები უცხოპლანეტელთა გამოჩენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მართლაც დაფიქსირდა განსხვავებული არსების გადაადგილება და რამდენიმე დღეში მასზე ლაბრატორიული დაკვირვებებიც მიმდინარეობდა. ვატიკანმა დაჟინებით მოითხოვა ამის შესახებ ცნობილი არ გამხდარიყო, მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა.
📌დადასტურებულია, რომ არქივი და ბიბლიოთეკა ინახავს ყველაზე დიდ ეროტიული წიგნების რაოდენობას, რომელთან ნახვის შესაძლებლობაც მხოლოდ გარკვეულ პირებს გააჩნიათ.

⭕ეს ყოველივე არის მცირედი ინფორმაცია იმის შესახებ, რისი ინტერესიც გამაჩნია. ვეცადე მაქსიმალურად ამომწურავად მომეწოდებინე თქვენთვის აღნიშნული ინფორმაცია.
⭕დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ადგილი მართლაც ინახავს იმ საიდუმლოებებს, რომელთა მხილებაც ბევრ საინნტერესო და იდუმალებით მოცულ ფაქტს ახდის ფარდას.

გურო ბადუაშვილი

ასაკი: 18, განათლება: ქ.რუსთავის N24 ქართული გიმნაზია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კურსი, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი!

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close