სტუმარი ბლოგერი

უცნობი ჩინელის უცნობი ზრახვები..

ხომ არის ხოლმე მომენტი, როცა გაურკვევლობაში ხარ 👀 
 
ხოდა, მე და ჩემი 2 მეგობარი ჩინეთის მეტროში ვართ და ველოდებით მატარებელს 🚈
 
ვამჩნევ რომ ჩინელი ბიჭი მიყურებს ჩაფიქრებულ-დაეჭვებული მზერით, თუმცა დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, ისედაც ყველა ეგრე გვიყურებდა 😄
 
1-2 წუთის შემდეგ მეკითხება:
– საიდან ხარ?
– საქარველოდან
– საქართველო რა არის? (დაბნეული სახით)
ავუხსენი ქვეყნის მდებარეობა და დაახლოებით გაიგო რომელ ქვეყანაზეც ვეუბნებოდი 😀
 
და პლანეტის პრობლემებზე ჩაფიქრებული სახით მეკითხება:
– შენი აზრით ჩინეთი უსაფრთხო ქვეყანაა? 👀
 
ცოტა მეუცნაურა კითხვა თუმცა მაინც ვუპასუხე, რომ საკმაოდ უსაფრთხოა, რადგან ფაქტობრივად ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია
 
გაიკვირვა და მიყურებდა გაუნძრევლად რამდენიმე წამის განმავლობაში 👀👀
 
შემდეგ მე ვკითხე თუ საიდან იყო და მიპასუხა რომ ადგილობრივი იყო, ამიტომ შევუბრუნე კითხვა:
– შენი აზრით უსაფრთხო ქვეყანაა?
– არა!!!
წამიერად მიპასუხა, დარწმუნებით და გააგრძელა ჩემი ყურება..
 
ამ დროს მატარებელიც მოვიდა და ყველანი ავედით, ის ბიჭი კი უკან დამიდგა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მაკვირდებოდა ჩვეული მზერით 👀
 
🚉 მატარებელი გაჩერდა, მე და ჩემი მეგობრები გამოვედით მატარებლიდან და დავიწყეთ ჩვენი გზით სიარული. მე კი ბოლომდე ვუყურებდი იმ ბიჭს გამოგვყვებოდა თუ არა, თუმცა მატარებელში დარჩა და კარის დაკეტვამდე ისევ არ მაშორებდა ჩაფიქრებულ მზერას…
 
ხომ არის ხოლმე მომენტი როცა გაურკვევლობაში ხარ 👀 ხოდა ეს ზუსტად ეგ შემთხვევა იყო 🤔🤔

საბა მიგრიაული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ვებ დეველოპერი, Youtube ექსპერტი, ვიდეო ედიტორი, ტრენერი და ბლოგერი

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close