სტუმარი ბლოგერი

სად გადის ზღვარი რწმენასა და ფულის კეთებას შორის?

❓სად გადის ზღვარი რწმენასა და ფანატიკოსობას შორის?
❓უნდა ვაქციოთ თუ არა სასულიერო პირი ჩვენზე მაღალ მდგომ პიროვნებად იმის გამო, რომ მან უფლის გზა აირჩია. ანუ გავაიგივოთ თუ არა მღვდელი უფალთან?
❓გავხდეთ თვალდახუჭული საზოგადოება მაშინ, როცა ბიუჯეტიდან 20 მილიონი საპატრიარქოს ანგარიშზე ირიცხება და ეკლესიაში სანთლის ფასი მაინც მზარდია?
ჯერ კიდევ 12-13 წლის ვიყავი, როცა ზემოთ ხსენებული კითხვები დამებადა და სამწუხაროდ პასუხების ძებნამ ხანგრძლივი დრო მოითხოვა.
მართლაც, სად გადის ზღვარი რწმენასა და ფანატიკოსობას შორის? ეს კითხვა მარტივად აერთიანებს ყველა სხვა დანარჩენ კითხვებს. შეუძლია, კი საზოგადოებამ დახუჭოს თვალი იმ მარაზმზე, რაც ახლა საქართველოში ხდება?
‼დაკარგული რწმენა!
ეკლესია ყოველთვის ხელს უცხოური ძალებისკენ იშვერს და სამწუხაროდ საკუთარ თავში აღარ ეძებს შეცდომებს.
სამწუხაროდ ეკლესიამ დაივიწყა თავისი როლი, როგორც სულიერი წინამძღვარი საზოგადოებისა და ანაფორები შარვალ კოსტიუმებს დაამსგავსა.
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ის ფაქტი, რომ საპატრიარქო გამუდმებით მოგვიწოდებდა აშშ-ს ეშმაკისეული სულის შესახებ და რამდენიმე დღის წინ ანაფორაში გამოწყობილ პოლიტიკოსებს დამსგავსებული 10-მდე სასულიერო პირი ვაშინგტონის ქუჩემში დაიარებოდნენ და შეხვედრებს “ეშმაკისეული” ქვეყნის წარმომადგენლებთან მართავდნენ.
მანამ სანამ გაცვეთილ თემას, საპატრიარქოს ფინანსებსა და მანქანებს შევეხები მინდა ყურადღება გავამახვილო ქრისტიანული იდეოლოგიის უმთავრეს ასპექტზე.
📌 შეცოდებანი!
📌 ურთიერთპატივისცემა!
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ამ ბოლო ხანებში საპატრიარქო ჰომოსექსუელბის მიმართ შემცოდებელი უფრო იყო თუ აგრესორი.

საინტერესოა, რადგან ქრისტიანული სულისკვეთება ყოველთვის შეცოდებისა და ცოდვების მონანიებისკენ მოგვიწოდებს. გვეუბნება, რომ ვილოცოთ ყველა ცოდვილისთვის, მაგრამ არასდროს არავის ულოცია და არც გახსენებია იუდა!

 


სამწუხაროდ მსგავს ნაბიჯს ვერც საზოაგდოებისგან, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც ზემოთ ხსენებულ ფენას ცოდვილად თვლის,ვერ ვხედავ და მსგავსი ქმედება არც საპატრიარქოს მხრიდან გამოვლენილა.
რწმენას ახალგაზრდობაში არა თუ უცხოური ძალები, არამედ თავად საპატრიარქო ანადგურებს!
მიზეზი მარტივია!
რამდენი ხანია აქტუალურია თემა საპატრიარქოს ფინანსებისა და მანქანების შესახებ, მაგრამ არანაირი უკან გადაგმული ნაბიჯი არ გვევლინება ზემოთ ხსენებული ობიექტის მიერ.
პირიქით!
ადრე ტოიოტას ფირმის ჯიპები იყო მათი სასიამოვნო სამგზავრო ტრანსპორტი ახლა კი ფანტაზია გაიზარდა და სხვა მარკის ძვირადღირებულ ავტომობილებსაც არ ერიდებიან.

სულ მაინტერესებდა და მაინტერესებს. ერთხელ მაინც შეხვედრია რომელიმე სინოდის წევრს გაჭირვებული ადამიანი და ელემენტარული შუშა თუ ჩამოუწევია და დაინტერესებულა მისი მდგომარეობით. მეეჭვება…
ქარხნებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ.. ყველაფერი ნათელია. მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კვერცხის ფაბრიკა რად ღირს.
ტერიტორიები?
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე არა, მაგრამ საქართველოს 20%-ზე ნაკლებს რომ არ ფლობდეს საპატრიარქო გამიკვირდება. სადაც წავედი ყველგან ეკლესიის ტერიტორიაა მაშინ, როცა ეკლესია 1 კილომეტრში მდებარეობდა.
თურმე მხოლოდ არაბები გვართმევენ მიწებს.

ნუ დახუჭავთ თვალს გადარიცხულ თეთრებზეც, რადგან ამით არავინ “პლიუსებს” არ იწერს უფალთან.
პირიქით, ამით თქვენ კარგავთ სხვისი კომფორტის შესანარჩუნებლად!

📌მაინც მოგიწევთ სანთლის ყიდვა და აზრი?

🇬🇪
 მე, როგორც რიგითი ქრისტიანი, ვიმედოვნებ, რომ მსგავი ქმედება მალე აღმოიფხვრება თავად საზოგადოების მიერ, რადგან ერთადერთი ბერკეტი, რამაც ქვეყნის ერთიანობა და ძლიერება შეგვინარჩუნა რწმენა და რელიგიაა. ნურავის მივცემთ უფლებას ფეხ-ქვეშ გაიგოს იგი მიუხედავად მისი სტატუსისა.
მაშინ, როცა ნებისმიერ სამარცხვინო ქმედებაზე გავიძახით “ცალი თვალით დაანახა დავით აღმაშენებელს რა ხდებაო” ვიფიქროთ მაშინვე თავად დავითმა რა გააკეთა 1104 წელს რუის-ურბნისის კრებაზე. 


🚩 და ბოლოს! 15 წლის ვიყავი! ბზობის დღესასწაული იყო, როცა გაჭირვებული ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ ჯვართან მივიდა  და მის ქვევით დალაგებული საკვები აიღო, რა დროსაც თავზე მღვდელი დაადგა და კინწისკვრით მოისროლა ეზოდან. შენი არაა და ხალხს ნუ აწუხებო. რაღა დაგიმალოთ და მოკვლა მომინდა, მაგრამ ზურგს უკან გაგონილმა სამრეკლოს ზარებმა გამახსენეს, რომ ყველას მოეკითხება სამსჯავროზე!

გურო ბადუაშვილი

ასაკი: 18, განათლება: ქ.რუსთავის N24 ქართული გიმნაზია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კურსი, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი!

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close