სხვადასხვა

როგორ გავხდეთ უსაქმურობის გურუ 9 ნაბიჯით

ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით სხვადასხვა პოსტებსა და სტატიებს იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას და როგორ შევქმნათ ჩვენი კარიერა..

თუმცა, იქნებ სულაც არ გვინდა ამ მიმართულებით წასვლა?! იქნებ გვინდა არაფერი ვაკეთოთ ცხოვრებაში?!

და აი ისიც! ერთადერთი პოსტი, რომელსაც ბევრი თქვენგანი ეძებდა 🤗

მიყევით ინსტრუქციას! 100%იანი შედეგი გარანტირებულია!

ეცადეთ გეძინოთ რაც შეიძლება ბევრი

რატომ უნდა იძინო მხოლოდ 7-8 საათი? შენ ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ ხარ, შენ დიდ უსაქმურობაში გადაწყვიტე წასვლა. მოდი შუადღის 4-5-მდე დაისვენე, განიტვირთე და მოემზადე დამქანცველი დღისთვის.

მოიმარჯვეთ შემდეგი ატრიბუტები: სიგარეტი, ყავა, მზესუმზირა

შედით ფეისბუქზე და რა პოსტიც არ უნდა შეგხვდეთ, და ვინც ან რაც არ უნდა იყოს, ლანძღეთ როგორც შეგიძლიათ

მეცნიერების დასკვნით, სხვების ლანძღვა ამაღლებს თვითშეფასებას და ხელს უწყობს ორგანიზმის ბოღმისგან დაცლას

წადით დაქალებთან/ძმაკაცებთან და გაჭორეთ ყველა ვისზეც კი ენა მიგიწვდებათ

ეს ერთგვარი ფანტაზიის სავარჯიშოც არის, თან შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი აბსურდი მიაწეროთ და ენაც ბევრად მოქნილი ხდება 😉😉 ამ რიტუალის გოგოების მხრიდან შესრულებას “ჭორაობა”, ხოლო ბიჭების მხრიდან “კაცური საუბარი” ეწოდება. ეს ინსტიტუტი შეთავსებით სასამართლოდაც იქცევა ხოლმე და ხშირად გამოაქვთ განაჩენი, თუ ვინ ვისთან იწვა, ბოზობა-პატიოსნების საკითხი და ვინ რა გზებით იყიდა მანქანა ან სხვა ძვირადღირებული ნივთი

ითამაშეთ თამაშები კომპიუტერით, ტელეფონით და სხვადასხვა კონსოლებით

ეს ყველაფერი სულ თავისუფლად დაგაკარგვინებთ დროის შეგრძნებას და თქვენი საყვარელ ბალიშსაც მალე ჩაგახუტებთ

დალიეთ მაქსიმალურად დიდი ოდენობით ალკოჰოლი 

თუ ყოჩაღი და გამძლე აღმოჩნდებით, დროში მოგზაურობასაც შეძლებთ და 2-3 დღით გადაახტებით თაიმლაინს

დადეთ ფსონები ტოტალიზატორში

ტოტალიზატორი გამდიდრების საუკეთესო საშუალებაა! მერე რა, რომ ტოტალიზატორის მფლობელიც ასევე ფიქრობს, შენ უფრო ჭკვიანი ხარ! და თუ არ ითამაშებ, მიდი, მაინც დაჯექი ტოტალიზატორში, ეგეც ხო საქმეა

იწუწუნეთ ცხოვრებაზე და დააბრალეთ ყველაფერი მთავრობას

დაიმახსოვრეთ! არასდროს არაფერი არ არის თქვენი ბრალი და დამნაშავეა მთავრობა! რა თქვენი დანაშაულია, რომ სამსახურმა სახლში არ მოგაკითხათ? და არც განათლება მოვიდა ამ გზით თქვენამდე?

და თუ სასწაულებრივად მთავრობა არ გამოვიდა დამნაშავე, ნუ დანებდებით! ვინმეს მაინც იპოვით, ვისზე გადაბრალებასაც შეძლებთ 😏

და ბოლოს, მიუხედავად იმისა რომ პოსტში წესით 9 რჩევა უნდა ყოფილიყო, არცერთი უსაქმური არ წაიკითხავდა პოსტს ბოლომდე, შეიძლება ამასაც არ კითხულობთ, ამიტომ მეც აღარ შევწუხდები

წარმატებულ უსაქმურობას გისურვებთ 😊

საბა მიგრიაული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ვებ დეველოპერი, Youtube ექსპერტი, ვიდეო ედიტორი, ტრენერი და ბლოგერი

მსგავსი პოსტები

ასევე წაიკითხეთ :)

Close
Back to top button
Close
Close