სტუმარი ბლოგერი

მივმართავ უფროს თაობას ახალგაზრდების სახელით

მივმართავ მთელი ქვეყნის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ასევე ვთხოვთ, ახალგაზრდებსაც რომ წაიკითხონ ჩემი სტატია , სადაც ზოგიერთი მათგანის სათქმელსაც ვამბობ.
დედებო,მამებო,დეიდებო,მამიდებო,მაზლებო,ქვისლებო, მოწიწებით მოგმართავთ მთელი ერის ახალგაზრდების სახელით ! 🤗 მართალია “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” , მაგრამ იმდენად დაგრძელდა სათქმელი, მოკლედ ვეღარ ვიტყვი😂😏

თქვენ, ჩვენთვის ნამდვილად ხართ ის ქვაკუთხედები და საძირკველები , რომლებსაც ვეყრდნობით და ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ თქვენგან , თქვენ ჩვენზე განათლებულები ხართ და რა თქმა უნდა მეტად გამოცდილებიც , მხოლოდ ასაკის გამო , თუმცა ჩვენ , ბევრ თქვენგანზე განათლებულებიც ვართ და განვითარებულებიც, რაც მთავარია, ბევრად წინ ტექნიკისა და სოციალური ქსელების ათვისება-გამოყენებაში და ეს ასეც უნდა იყოს,ხომ გვასწავლეთ “ის ურჩევნია მამულსა,რომ შვილი სჯობდეს მამასა”,  მაგრამ ჩვენ იმ შვებასთან ერთად, რასაც თქვენ გვანიჭებთ თქვენი მხარდაჭერებით და თანადგომებით, ასევე გვტანჯავთ თქვენი ძველმოდური კომენტარებით სოციალური ქსელების ფოტოებსა,ვიდეოებსა და პოსტებზე, გვესმის , რომ ამ ყველაფერს თქვენ ახლა ითვისებთ , ჩვენგან განსხვავებით და ეს ყველაფერი “თქვენ დროს არ იყო” , თუმცა, ჩვენ ხომ თანა-მედროვეები ვართ და ყველამ უნდა ავუყოლოთ ფეხი დროს.
ამიტომაც გაეცანით რისი თქმა და რჩევა მინდოდა , კიარა გვინდოდა ყველა ახალგაზრდას ერთად :
 გევედრებით , გთხოვთ ну гвикоментаребт русули шрифтит , aseve inglisurit, ჩვენმა მამა-პაპანმა იმისთვის იღვაწეს რომ русулад вцерот? танац ам квелафрис китхвисас твалеби гветхреба , цвенц дзалиан гвиквархарт DA GVENAREBIT, თუმცა ქართულად , თქვენ ხომ ჩვენზე კარგად იცით რომ მსოფლიოს 200-ზე მეტი სალაპარაკო ენიდან,მხოლოდ 14 დამწერლობა არსებობს და მათ შორის უნიკალურია ქართული და მსოფლიოს მეცნიერებმა ეს დამწერლობა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დამწერლობად აღიარეს.
აქვე ვაწყდებით მეორე პრობლემას , თუ ქართულად წერთ , გთხოვთ ნუ წერთ ასე: “გენაჰვალოს მალვინა დეიდა ჰენ,რა ჰარჰი ბიწი დამდგარჰარ” , მართალია ამ ყველაფერზე ჩვენ უფრო მეტად გვეცინება, ვიდრე გვებრაზება , თუმცა “ამოიდა რა ყელში , ამოიდა” ! …
მესამე და უდიდესი პრობლემა , მუხლის ჩოქვებში გივარდებით და კალთებს გახევთ სურათებით ნუ გველაპარაკებით კომენტარებში.
როდესაც დაბადების დღეს ულოცავთ გოგოებს დამიჯერეთ, ვერ გრძნობენ იმ ყვავილების სურნელს , რომელსაც ფოტოზე ხედავენ კომენტარის სახით, როდესაც დღესასწაულებს გვილოცავთ პირად შეტყობინებებში ვიღაცა უნიჭოს დამონტაჟებული ვიდეოებით და გვიგზავნით ფოტოებს წარწერით , ტვინში სისხლი გვექცევა და გვირჩევნია უბრალოდ ქართულად მოგვწეროთ მოსალოცი ტექსტი.
 ნუ გვლანძღავთ და გვარიგებთ საჯარო პოსტებზე დიდარქტიკული მონოლოგებით , ეს ყველაფერი მაშინ გამოიყენეთ, როდესაც გვნახავთ პირისპირ , ასე უფრო დაგიჯერებთ და დაგვამახსოვრდება თქვენი რჩევა-დარიგებები. და ხანდახან ისიც გაითვალისწინეთ , რომ თქვენს გვერდზე ოთახში მყოფ თქვენს შვილს თქვენი დარიგება სოციალური ქსელის მიღმა სჭირდება.
გვიყვარს და ვეფერებით თქვენს ჩვილ შვილებს და შვილიშვილებს , ღმერთმა გაგიორმაგოთ მათი თავები , მაგრამ გთხოვთ,წამში ერთხელ ნუ აზიარებთ მათ ფოტოებს და ნუ გვათქმევინებთ “აღუუუ” . მათი ფოტოები ამობეჭდეთ და ოთახები გაალამაზეთ,ალბომები გაამდიდრეთ,როგორც ეს ჩემს ბავშობაში იყო, რა ჯობია მათ ყურებას . (ცინიზმის გარეშე ვამბობ ამას)
 ნუ აზიარებთ უზადო რაოდენობის ხატების სურათებს, ღმერთი გულებში და გონებაში ვიწამოთ ! გვახსოვდეს რომ რელიგია ზოგადია ,ხოლო რწმენა ადამიანის შიგნითაა. ნუ უსხამთ ათეისტებს წისქვილზე წყალს , აქ ყველანი მორწმუნეები ვჩანვართ, საქმეები კი სხვას ამტკიცებს , ჩვენ ფარისვლები უფრო ვართ,ვიდრე მორწმუნეები, როგორც ერთმა ბრძენმა მღვდელმა თქვა “სოციალური ქსელები ტაძარი არაა ,რომ ხატები ჩამოვკიდოთ და ვილოცოთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას ,რომ გვეკრძალება რაიმე რელიგიური თემების გაზიარება , ამას არც ვგულისხმობდი , უბრალოდ ზომიერება ყველგან საჭიროა , როგორც ამას თქვენ გვასწავლით ხოლმე.
დაიმახსოვრეთ და ისწვლეთ ,არსებობს ისეთი ვიდეო და ფოტო სამონტაჟო პროგრამები , რომელთა გამოყენების შემდეგ ვერ გაარჩევთ რეალობას -არარეალობისგან.
ფოტოებს წარწერით “გააზიარეთ ეს სასწაულია” ხშირ შემთხვევაში ათეისტები აკეთებენ და გამასხარავებენ (მართალია , საკითხავია მთლიანობაში ვინ რჩება გამასხარავებული მაგრამ მაინც…) , ფოტოებს წარწერით „გააზიარე თუ ღმერთი გიყვარს“ დაგვიჯერეთ თუ არ გააზიარებთ ღმერთს მაინც ეყვარებით.
აქვე მივმართავ ათეისტებს , ერთი ადგილები დააყენეთ და პატივი ეცით სხვის რელიგიას , გამზრდელს მაინც გაუფრთხილდით და მათ სახელებს . სოც.ქსელი თუ ტაძარი არაა , არც სატანის სახლია. ზრდილობა და მორალი მორწმუნესაც და ურწმუნოსაც თანაბრად მოეთხოვება ! ურწმუნოება ამორალურობის და უზრდელობის პრეროგატივას არ განიჭებთ !
უფროსებო თუ ეს ყველაფერი წაიკითხეთ და აქამდე გაუძელით ახალგაზრდების გაკვეთილებს, მაშინ იცოდეთ , რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ის პრობლემები არაა ,რომლებსაც ტრაგედია შეიძლება ვუწოდოთ , თუმცა ვისურვებდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემები უკანასკნელი იყოს , იმ დიდი პრობლემების შემდეგ, რაც მართლა აქვს ჩვენს ბედკრულ საქართველოს , მაგრამ გახსოვდეთ , ეს პრობლემები უფრო ადვილად მოგვარებადია , ვიდრე სხვა რომელიმე , ამიტომ თქვენც მიიღეთ ჩვენი რჩვები და გთხოვთ,გაითვალისწინეთ !

თუ რომელიმე იტყვით ან იკითხავთ „მეტი სადარდებელი არ გაქვთო?!“ გიპასუხებთ რომ დიახ გვაქვს და აგერ წაიკითხეთ :
  ჩვენ „თითის შვერაზე და ქნევაზე“ მეტად , თქვენი თანადგომა და მეგობრული დამოკიდებულება გვჭირდება , „ცეცხლს ცეცხლით არ აქრობენ“ ,  სიტყვასთან ერთად საქმეს უნდა ვხედავდეთ , მაგალითს უნდა გვაძლევდეთ, თქვენს საყვარელ შვილებს რჩევა-დარიგებები, ურთიერთგაგება და დახმარება სჭირდებათ, ფულის გამოგზავნასთან (ან მიცემასთან) ერთად მზრუნველობა , თბილი სიტყვები და დაბალ ტონზე ლაპარაკი სჭირდებათ. ახალგაზრდები თავებს იკლავენ,ახალგაზრდები ერთმანეთს კლავენ, ეს ტრაგედიაა და ამაში დამნაშავე ყოველი ჩვენგანია ,შენ ხო შენ ახლა რომ კითხულობ , უკაცრავად თქვენ , დიახ თქვენ ვინმემ მოგცათ გარანტია ან დაზღვევა რომ ეს ყველაფერი თქვენს შვილს ან ახლო ნათესავს არ შეეხება?! .უთხარით მათ ,რომ „ჩვენ მოვიხმართ ადამიანებს და გვიყვარს ნივთები,როდესაც პირიქით უნდა იყოს“ , სამყარო სამომხმარებლო ურთიერთობებმა მოიცვეს, გადადეთ თუნდაც ამ წამს ყველაფერი და ჰკითხეთ თქვენს შვილებს და ნათესავებს თუ რაიმე უჭირთ , ოღონდ ისე არა, როგორც ვაკეთებთ ხოლმე მოვალეობის მოხდის მიზნით. ყოველ ადამიანს აქვს პრობლემა , და გახსოვდეთ ყველა ადამიანი მსახიობი არ არის , თუმცა აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს მსახიობობის ნიჭი,უბრალოდ ამას ზოგიერთი მეტად ანვითარებს საკუთარ თავში,ისინი თავებს გაჩვენებენ რომ კარგად არიან , არადა ძალიან ძალიან უჭირთ და ამისთვის გაგებაა საჭირო და არა -არასწორი მშობლური დამოკიდებულება-ყვირილი,ჩხუბი,სტრესული გარემო. ჩაეძიეთ და მიუდექით მათ მეგობრულად , ნუ კიცხავთ და ნუ განაგდებთ მათ გვერდზე, მშობელიც არის და მშობელიც. მწარედ და კარგად გახსოვდეთ , თქვენი ყვირილი ქვითინად და ვაივიშად გადაიქცევა, როდესაც საყვარელი ადამიანი გვერდით არ იქნება თავს მოიკლავს ან დაკარგავთ მას , იმის გამო რომ თქვენ მას ვერ გაუგეთ , ზოგჯერ ვერ კიარა არ გაუგეთ , დაწიეთ უკან თქვენი პრინციპები,სიამაყეები,დიახ ძნელია, მაგრამ შეიცვალეთ ახალგაზრდების მიმართ კარდინალურად, დააყენეთ წინ თქვენი საყვარელი ადამიანები და მათი გრძნობები.
როდესაც გაბრაზდებით ილოცეთ ჩვენზე, დალიეთ ვალერიანი და გაიხსენეთ თქვენი ახალგაზრდობა,ის სიშლეგეები რაც გაკეთებული გაქვთ, გახსოვდეთ „თევზი თავიდან ყროლდება“ და თუ თქვენს შვილს ვერ უგებთ ,ეს მხოლოდ თქვენი ბრალია , დაიწყეთ ამაზე ფიქრი და ამ პრობლემების მოგვარება სხვანაირად, ბავშვს როგორც აღზრდი ისეთი გაიზრდება, და თუ გაიზარდა ისეთი, როგორიც არ უნდა გაზრდილიყო ,ესეიგი ვერ აღზარდეთ. ჩვენ არ ვამბობთ რომ ყველაფერზე თქვენ უნდა დაიხიოთ უკან , სიმკაცრეც აუცილებელია და პრინციპული მშობლობაც , თუმცა ზომიერების ფარგლებში , ვიმეორებთ ზომიერებს ფარგლებში. ვაფასებთ და ვგრძნობთ, რომ თქვენ ჩვენი ცხოვრების გზაზე ბევრჯერ ყოფილხართ ფარი , უხილავი დამხმარე ხელი და ბევრი პრობლემის მომგვარებლები, თუმცა ვითხოვთ ერთს -ურთიერთგაგებას,ურთიერთპატივისცემას და მეგობრულ დამოკიდებულებას.

პატივისცემით , რიგითი ახალგაზრდა გელა გოცირიძე , რომელიც არავის ჭკუას არ ასწავლის , ეს ჩემი გვერდია , სადაც ჩემს შეხედულებებს და აზრებს ვწერ ჩემი უფლებების კომპეტენციის ქვეშ , არავის შეურაცყოფა და გაღიზიანება მიზნად არ მქონია და თუ ეს მოხდება მხოლოდ მათი პრობლემა იქნება და არსებული პრობლემები ჩემს სტატიაში უფრო მეტია, ვიდრე თქვენს წარმოშობილ „გაღიზიანებაში“ .

P.S ხოდა კიდევ ეს სმაილი  -სიცილს ნიშნავს და ეს ტირილს , ერთმანეთში ნუ გერევათ. 😂😂😂😂😂

ქვემოთ ჩემი სურათის გვერდით იხილეთ ჩემი სოც.ქსელები ,გამოიწერეთ და თვალი ადევნეთ ჩემს სიახლეებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close