სტუმარი ბლოგერი

გზა აზარტიდან თვითგანადგურებამდე!

🤔 რა შვილი გაზარდეს, მთელი ქონება ტოტალიზატორში წააგო!
🤔 მოთამაშე ქმარი გინდა?
🤔 ტიპი ისეთ “ლომკაშია” ბილეთი რომ არ დაწეროს ვერ მოისვენებს!
🤔 რამდენი წააგე? ხო გეუბნებოდი არ შეყვეთქო!

⭕ ყოველდღიური კითხვები და სტატუსები, რომლებიც ნებისმიერ “ბუკმეიკერს” თან სდევს. მნიშვნელობა არ აქვს ზემოთ ხსენებული გართობის მიზნით თამაშობს, თუ უბრალოდ ცხოვრებისეული წინსვლა და წარმატება ამ სფეროში აქვს დასახული. იგი ყოველთვის ითვლება სასიკვდილოდ გამეტებულ ადამიანად, რომელმაც თავად მოაწერა ხელი გაეჩხირა არა მხოლოდ ვენებში, არამედ მთლიანად სხეულში, ყველაზე დიდი და საბოლოოდ მტკივნეული ნარკოტიკი “აზარტი”.

📌 არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მსგავსი “ბუკმეიკერული” გატაცება მეც მქონდა რაღაც პერიოდის განმავლობაში და საბედნიეროდ მოვახერხე ჩემი თავის თვითრეალიზება და მაქსიმალურად ვეცადე თავი დამეღწია მისი მარწუხებისგან, რომელიც არ იყო ჩემში ისე ძლიერ გამჯდარი, როგორც იმ სოციუმის წევრებში, რომლებთანაც ხშირად მიწევდა ურთიერთობა (სამეგობრო წრე).

📌 თუკი ამ მოკლე ჩანაწერს ჩემი ახლობლები კითხულობენ მარტივად დამიდასტურებენ, რომ ყოველდღიური(კვირაში ორჯერ)  ჩემს მიერ დადებული ფსონი არ აღაემატებოდა ორ ლარს, რომელიც მართლაც, რომ მიზერული იყო. ამ ყველაფერს გარეთ დგომისა და ერთი კოლოფი სიგარეტის ყიდვის ალტერნატიული გზის დასახვით ვამართლებდი და უმეტსწილად საყვარელი კლუბის თამაშის გულშემატკივრობით ვიმსჭვალებოდა. მარტივად რომ ვთქვა ეს იყო დამატებითი მუღამი საყურებლად.

📌 ჩემი გატაცება მართლაც იყო გართობა, რომელიც ახლა რომ გადავიანგარიშო არა თუ წაგებაში, არამედ მოგებაშიც კი გამიყვანს, რადგან ხშირად ვიგებდი ჩემივე ასე თუ ისე კარგი საფეხბურთო ინტელექტის წყალობით, მაგრამ არსებობს კითხვა! რა ხდება მაშინ, როცა გართობა იქცევა ცხოვრების სტილად, რომელიც ფულის გამომუშავების ალტერნატიული გზა ხდება?

პატარაობაში მამაჩემს ხშირად მივყავდი მსგავს დაწესებულებაში (არასდროს უყვარდა და ხიბლავდა მსგავსი ტიპის გართობა). მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ერთი იყო! დამენახა იმ გაუბედურებული ადამიანების სახეები, რომლებიც ყოველ წუთსა და წამს საკუთარი ან სხვის მიერ დაღვრილი ოფლით ნაშოვნ ფულს ტოვებდნენ ტოტალიზატორის სალაროებთან. ბავშვობაში დაახლოებით 10-ოდე ვიზიტის შემდეგ ჩემს მეხსიერებაში დარჩა 4 ადამიანი, რომლებიც ალბათ იმაზე უფრო ნაკლებად მეჩვენებოდნენ გაუბედურებულად, ვიდრე რეალურად იყო მათი შინაგანი  სამყარო.
⭕ 60 წლამდე მამაკაცი, რომელმაც საკუთარი ცოლის ოპერაციის ფული წააგო!
⭕ სიძე, რომელმაც ქორწილის ფული დატოვა.
⭕ ხანში შესული მანდილოსანი, რომელმაც 6 000 დატოვა აპარატებთან (შემდეგ დაურეკა თავის მეგობარ კაცს და ტკბილი სიტყვებით გაიმართლა თავი. ამ შემთხვევაში მეგობარი კაცი შემეცოდა)
⭕ 25 წლის ბიჭი, რომელიც დახეული ტანსაცმლით იყო შემოსული და 2000 ლარამდე მოსაგებად მანჩესტერის გოლი დააკლდა. (ყველაზე მეტად ეს შემეცოდა)

აზარტი ნარკოტიკივითაა, თუკი რაიმე სასურველისკენ გიბიძგებს ძნელია გაუმკლავდე მის სურვილს და საბოლოოდ აუცილებლად გადაიჩეხები იმ უფსკრულში, რომელიც აცუილებლად დაღუპავს ადამიანს. საკმარისია გავიხედოთ გვერდით და ჩვენს სამეგობრო წრეში აუცილებლად აღმოვაჩენთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ლომბარდის მეგობრებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? უბედურებას, განწირვასა და დაღუპვას.

❓ როგორ დააღწიოს ადამიანმა თავი ამ მარწუხებს?
პასუხი მარტივია! აკეთოს ის რაც სიამოვნებს, წაიკითხოს წიგნი, დაკავდეს საქმით, რომელიც მისთვის საინტერესოა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ტოტალიზატორის უდიდესი ინტერესით. მას მხოლოდ ფულის მარტივად კეთება უნდა და არა ტოტალიზატორში თამაში. ამიტომ აუცილებელია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩავიხედოთ საკუთარ თავში და სადღაც შორეულ სიბნელეში მიძინებული ჯანსაღი ცხოვრების მიზანი გავაღვიძოთ, რომელიც დამატებით სტიმულსა და ამბიციას გაგვიჩენს.
❓ როგორ ვუშველოთ ტოტალიზატორისგან შერჩენილ “ლომკას”?
არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე მსგავსი გრძნობა. არამხოლოდ ტოტალიზატორთან მიმართებაში, არამედ ზოგადად (არ დავკონკრეტდები). აუცილებელია ისევ და ისევ საკუთარ გონებაში გამოღვიძებულ ფარულ მიზანს შევასხათ ხორცი და მის განვითარებას დავუთმოთ მთლიანი დრო. დამიჯერეთ, დილიდან საღამომდე, როცა მთლიანად გადართული იქნებით მსგავსი ტიპის საქმიანობაზე და მთლიან ენერგიას დახარჯავთ მის განსავითარებლად, სახლში დაბრუნებულს ოჯახის წევრების სიყვარულისა და თბილი ლოგინის მეტი არაფერი მოგაგონდებათ! ფეხბურთის ყურება კი არა ტელევიზორსაც ვეღარ ჩართავთ, რომ ახალი ამბები გაიგოთ.

ეცადეთ იპოვოთ ცხოვრებაში ის მთავარი მიზანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას დამატებით მუღამს შესძენს. გალიეთ მთლიანი ცხოვრება სიამოვნების ძებნაში და გამუდმებით ებრძოლეთ საკუთარ თავს. არასდროს გაჩერდეთ მაშინ, როცა აზარტსა და გონებრივ შესაძლებლობებს შორის აღმოჩნდებით. არჩევანი რომლისკენ უნდა გადაიხაროს მგონი თავადაც კარგად მიხვდებით!

მადლობა ყურადღებისთვის!

გურო ბადუაშვილი

ასაკი: 18, განათლება: ქ.რუსთავის N24 ქართული გიმნაზია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კურსი, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი!

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close