სხვადასხვა

გადახრწნილი ბანკეტით დაგვირგვინებული სკოლა და ზომბირებული “ტრადიცია”

უხ, ჩემი ბანკეტი რომ მახსენდება, რამდენი უარყოფითი ემოცია მაწვება ერთდროულად..

⭕ ვითომ სკოლის დამთავრების აღნიშვნა, რეალური დამთავრებიდან საუკუნის შემდეგ

⭕ უაზროდ თვეობით მზადება ერთი არაფრის მომცემი დღისთვის და უამრავი დროის არამიზნობრივად ხარჯვა

⭕ ისეთი სამოსელის(კაბების/კოსტუმების) ყიდვა, რომელსაც ბანკეტის შემდეგ კარადის ბნელ კუნჭულში მიუჩენთ ადგილს

⭕ ამაზრზენი ფოტოსესია ათასჯერბანკეტისთვისნაფოტოსესიებ ადგილებში

⭕ მერე ამ სურათების თვეობით ფეისბუქზე ჯლიგინი

⭕ ქალაქში მანქანებით აწყვეტილი თარეში და მანქანიდან გადმოყუდებული ენაგადმოგდებული სკოლადამთავრებულები (მერე რა, რომ კანონდარღვევაა, შენ სკოლა დაამთავრე კაცო, ყველაფრის უფლება გაქვს 😒👌👏 )

⭕ მთელი დღის დაქანცულს, წინ რესტორანში ღრეობა რომ გელის, თავისი სკოლის ისტორიების გახსენებებით და ვიღაცების ქვითინებით.

⭕ ბანკეტის დამთავრებისას, მეორე დღეს თუ ექსკურსიაზე წახვედით, ჩათვალეთ, ისე გაგიმართლათ, ამ დაქანცულ და უძინარ ხალხს პირველივე ადგილზე, რომ მიგეძინებათ, სადაც ოდნავ კომფორტულად იგრძნობთ თავს

⭕ ყველა ბანკეტის ვიდეო, რომ ერთნაირია: მანქანებით ბოდიალი, სკოლის კადრები, ფოტოსესიის highlight-ები და რესტორანში ცეკვა-გართობა

⭕ და შედეგად დახარჯული ასეულობით ლარი, ნუ ზოგისთვის დოლარიც

ბანკეტი

დიახ, მე ზუსტად ის ცოდვილი ვარ, რომელიც ბანკეტზე იყო და ეს ყოველივე საკუთარ თავზე გამოვცადე 😐

იდეის გაჟღერებიდან მოყოლებული, წინააღმდეგი ვიყავი ბანკეტის და მსგავსი გონებაჩლუნგიზმების, მინდოდა საზღვარგარეთ წავსულიყავით სადმე, მაგრამ პრობლემა კლასელებზე მეტად, რამდენიმე მშობელში იყო, რომლებმაც გადაწყვიტეს თავისი დაკომპლექსებული ბავშვობის რეაბილიტაცია და განუხორციელებელი ოცნებები თავიანთი შვილების ბანკეტში წიხლით ჩაეტენათ

ხოდა მეც რამ გამაგიჟა და რამ წამიყვანა, დღემდე არ მესმის, საერთოდ სიტყვა “ბანკეტი” რომ გესმით, არ გაჟრიალებთ ამ დრომოჭმული განუვითარებლობისგან?!

არადა იმ თანხით, რომელსაც საშუალოდ ყველა ხარჯავს, თავისუფლად შეიძლება რომელიმე ევროპულ ქალაქში რამდენიმე დღის გატარება და იმ ემოციების მიღება, რომლებიც მართლა ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრება

 

და ახლა, ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ზუსტად ის პერიოდია, როცა დაიწყებენ აბიტურიენტები ბანკეტზე ფიქრს და მზადებას, ამიტომ იმედი მაქვს წაკითხული აღმოჩნდება საკმარისი მათ გადასაფიქრებლად 🙏

კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, იმ თანხით, რასაც ბანკეტისთვის და იმ უბადრუკი 1 დრისთვის ხარჯავთ, თქვენ შეძლებთ თავისუფლად წახვიდეთ: ლარნაკა(კვიპროსი), ბუდაპეშტი(უნგრეთი), სალონიკი(საბერძნეთი), დორტმუნდი(გერმანია), მილანი(იტალია), ვილნიუსი(ლიტვა), ბარსელონა(ესპანეთი), ბერლინი(გერმანია) და მრავალი სხვა! ✌

ქუთაისიდან იყიდით ბილეთებს, თავად ქუთაისში პატარა ექსკურსიასაც გამოკრავთ ხელს და ევროპაში მოგზაურობაზე აღარაფერს ვამბობ 😇 უვიზო მიმოსვლაც გვაქვს და ისიამოვნეთ ))

2 წლის წინ ეს ყველაფერი ასე დაზუსტებით რომ მცოდნოდა, ბანკეტი კი არა, დავავლებდი თანამოაზრებს ხელს და რომელიმე ქვეყანაში გავქუსლავდი 😝

და თქვენ მზად ხართ, რომ ამ ქვეყნებიდან რომელიმეში 3-7 დღის გატარება, მოგონებები, თავგადასავლები, ემოციები და ბევრი ახალი ცოდნა, რაღაც ბანკეტში და ყველაფერ ზემოთაღნიშნულში გაცვალოთ?!! 🤔 

 

 

საბა მიგრიაული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ვებ დეველოპერი, Youtube ექსპერტი, ვიდეო ედიტორი, ტრენერი და ბლოგერი

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close