სტუმარი ბლოგერი

ბედნიერებას ტერიტორია არ აქვს

მათ, ვისთვისაც სიტყვა ბედნიერების დეფინიცია მეორე ნახევრის, (ე.წ. ქმრის თუ საქმროს) “შოვნაზე” გადის:

..📢აღარასდროს კითხოთ ადამიანებს გაბედნიერდნენ უკვე,თუ ჯერ არა, ან როდის გეგმავენ გაბედნიერებას,ზოგადად მოუძებნეთ სხვა ფორმულირება ამ შინაარსის კითხვას,როდესაც გაინტერესებთ ვინმეს ცხოვრებაში დაოჯახებასთან დაკავშირებული სიახლე..

მორალს არ ვკითხულობ , არა, უბრალოდ მგონია რომ აქამდე უბედურები  ვიყავით და აი “ქმარია” ერთადერთი მიზეზი რამაც შეიძლება გაგვაბედნიეროს?!))) რატომ, როდესაც ძალიან გვაბედნიერებს:

🌤მზიანი ამინდში სეირნობა
📖საინტერესო ფილმი, წიგნი
🛍შოპინგი
👯მეგობრები
🍹წვეულებები
☕️🍮კაპუჩინო და ხაჭოს ნამცხვარი
📩პოზიტიური შეტყობინებები
🍲ოჯახური ვახშამი
✈️მოგზაურობა
💃🏻ცეკვა
🎷მუსიკა
🏖ზღვა
👙რუჯი
⚖კგ-ების შემცირება
🎉პარასკევი საღამო
და კიდევ მილიონი წვრილმანი…

🌈ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება, ნებისმიერი წუთი ბედნიერებისთვის შესაფერისია.
ქმრად წოდებული სუბიექტი შესაძლოა იყოს ბედნიერების ნაწილი, მაგრამ არა მიზეზი!

მე გოგო არ მყავს,მაგრამ თუ მეყოლება აუცილებლად ვასწავლი ისე იცხოვროს როგორც სურს,საკუთარი ცხოვრებით თვითონ დატკბეს.მინდა ჩვენ, მშობლებმა (მომავალმა მშობლებმა) ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ შვილები არასოდეს მიხვდნენ  რას მიშნავს -არაბედნიერად ცხოვრების პერმანენტული განცდა.არასოდეს აქციონ სხვისი შეფასება,სხვისი არსებობა ან არარსებობა საკუთარი ბედნიერების განმსაზღვრელად.არ გაჩუმდნენ არსად და არასდროს. იცხოვრონ იმ ბედნიერებისთვის, რომელიც მხოლოდ “გათხოვებაში” და ქმრის პოვნაში არ არის !

ხატია ჯოხარიძე

მამა მასწავლიდა ,რომ მიზანდასახულობას შრომისმოყვარეობსთან ერთად მიყავხარ მიზნამდე,რომ სამართლიანობა ვერასდროს დამახრევინებდა თავს, რომ სხვისი დახმარება დიდი სიამოვნებაა, რომ ჩემი ბედნიერება არის ჩემი,რომ ჩემი ცხოვრებისთვის არსად და არასდროს არ უნდა გავჩუმდე! პროფესიით ფსიქოლოგი, ჰმმ .... კიდევ მსახიობიც, მაგრამ ისევ მამამ, საშუალო დონის ჟურნალისტი,ეკონომისტი,იურისტი ჩვეულებრივი ამბავია,საშუალო დონის მსახიობი-პიროვნების ტრაგედიაო.აი ხოდა ეს მისხალი ტრაგედია ნაწილია ჩემი ცხოვრების.

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close