სტუმარი ბლოგერი

აქსესუარ “გოგონებს” !!! არ გვიხდება “ბოზის შვილობა” !!

– ის გოგონები სიამაყით რომ ყვებიან “გასვლებზე” და მერე ვაი “შემოსვლებზე”…

– წინადადებაში ერთ ყ.ე ან ყლ..ბა რომ აუცილებლად ურევია, (ისე არ გამოდის შინაარსის მიწოდებას ამარტივებს)

– ყველა მის მიერ შექმნილი ნარატივი, დედა მომიტ..ა – ს სხვადასხვა დროის ფორმით რომ მთავრდება

– მეგობრის ახალ შენაძენზე აღმატებითი ხარისხის შეფასების ფორმა -“ეე რა თესლია”-ს რომ ვერ ცდება (ჰგონია ასეთი კომენტარით თვითშეფასებას უმაღლებს ადრესატს)

– “თანამოსექსე” რომ არ გამოუჩნდა მრავალი წელი, ოღონდ განა არ არიან, ან ვიზუალი უშლის ხელს, აი არ უნდა, წესიერი გოგოა და გათხოვებამდე პარტნიორი ვის გაუგია?! ( მერე ალფონსი ხვდება და წყინს) ( არა ეს ჩვენი საქმე, მაგრამ მაინც)

-მარტივი ლოგიკა ესმის, მაგრამ არ იცის რომ ცუდ ქცევას მისი ბიოლოგიური დისბალანსი განსაზღვრავს … ( გამომწვევი მიზეზი შეიძლება სწორედ ის ხშირი “გასვლა-შემოსვლა”-ც იყოს)

გვეყოს!

მთავარი ტრაგედია ეს არ არის, არც ჩემი და არავისი საქმე არაა ასეთი ინდივიდების არსებობა, ყველა არის ისეთი და ცხოვრობს ისე როგორც მოსწონს, თვლის საჭიროდ და უმთავრესი, ამ ყველაფრის ერთობლიობა აბედნიერებს….

დიახ, ჩვენც, სხვები ” გავსულვართ და შემოვსულვართ”, ყ..ც გვითქვამს და ყლ..ბაც, ყოფაქცევაც აგვმჩატებია ბუნებრივია, სააშკარაოდ თუ არა ჩვენთვის მაინც, მაგრამ ბოზიშვილი ვიყო და დედა მო* ულის თქმა არ დაგვჭირვებია ამ ყველაფრის დასამტკიცებლად, სოციუმის შერჩევა, რაღაცების შენთვის დატოვება და გაწონასწორებულობა არაა რთული ამბავი, მერწმუნეთ….

ადამიანებს არ გვიხდება ხელოვნურობა!

⭕ ხელოვნური ბედნიერება.. დრაგები

⭕ ხელოვნური სტიმულაცია… ….

⭕ ხელოვნური ქცევა .. ვიღაცის/რაღაცის გამო

თუ არ მოგწონს და არ გსიამოვნებს ნუ წახვალ ბასიანზე, იმიტომ რომ შენი მეგობრები დადიან და “გესვეწკება”

ნუ მოწევ მხოლოდ იმიტომ, რომ კაწკა ეწევა და “ძერსკია”

ნუ აიღებ კრედიტებს მილანში შოპინგისთვის, ლილოს ყვავილებიანი ჩითის კაბა იქნებ უფრო მოგიხდეს?

არ უნდა იყი კაი ტიპი მხოლოდ იმიტომ რომ აიფონ 10 გიჭირავს ან რომელიმე ბოლო მოდელის ავტოს მართავ …

კარგი უნდა იყო, იმიტომ რომ შენ ნინიკო ხარ, თამთა ხარ ან თეკლა…

როცა მატერიის გარეშე სტატუსი არ გაქვს აქ არის შენი მიკუთვნების განცდა, საზოგადოებასთან რომ მიკუთვნებულობის განცდა გქონდეს შენ, შენ უნდა იყო ინდივიდი, რომელიც ჯიპის გარეშეც კარგი ტიპი ხარ!!!

მოდი ერთად მოვისროლოთ ჩვევები, არ გვიხდება “ბოზი დედის შვილობა” და “მო..ული დედები” არა!!!

P.S. აი მე – არ ვიგინები, მაგრამ ხალიჩაში ჩაწებებული კევივით ჯიუტი ვარ და ვმუშაობ ამ საკითხზე :)))

ხატია ჯოხარიძე

მამა მასწავლიდა ,რომ მიზანდასახულობას შრომისმოყვარეობსთან ერთად მიყავხარ მიზნამდე,რომ სამართლიანობა ვერასდროს დამახრევინებდა თავს, რომ სხვისი დახმარება დიდი სიამოვნებაა, რომ ჩემი ბედნიერება არის ჩემი,რომ ჩემი ცხოვრებისთვის არსად და არასდროს არ უნდა გავჩუმდე! პროფესიით ფსიქოლოგი, ჰმმ .... კიდევ მსახიობიც, მაგრამ ისევ მამამ, საშუალო დონის ჟურნალისტი,ეკონომისტი,იურისტი ჩვეულებრივი ამბავია,საშუალო დონის მსახიობი-პიროვნების ტრაგედიაო.აი ხოდა ეს მისხალი ტრაგედია ნაწილია ჩემი ცხოვრების.

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close