სტუმარი ბლოგერი

6 კომედიური ჟანრის სერიალი (სიტკომი), რომელიც ენდორფინებით დაგახრჩობთ

მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის უყურებს სერიალებს!

სად გაქვს ამდენი დრო?!

როგორ იცლი მაგისთვის?!

მე შენ საქმიანი მეგონე!

რამდენი დრო გქონია!

ჩემზე დაკავებული ადამიანი ალბათ არც თუ ისე ბევრი მოიძებნება, თუმცა საქმე იმაშია, რომ სერიალებს ვუყურებ შესვენებების დროს და ვთვლი, რომ განსაკუთრებით კარგი საშუალებაა განსატვირთად, მით უმეტეს კომედიური სერიალები, რომლებიც 20 წუთზე მეტი არ გრძელდება და არის იდეალური, როცა დასვენება და პოზიტივის დოზის მიღება ჰაერივით გჭირდება 😋 ამიტომ წარმოგიდგენთ 6 სიტკომს, რომლებიც პოზიტივის ბომბი იქნება ყველა თქვენგანისთვის 🌀

 

6. დიდი აფეთქების თეორია / The Big Bang Theory

THE BIG BANG THEORY

ამ სერიალის სიაში მოხვედრის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ძალიან რეიტინგულია ამერიკაში და საქართველოშიც. მეც რეიტინგის გამო ვუყურე 3 სეზონს იმის იმედით, რომ დამაინტერესებდა, მაგრამ სულ მაქსიმუმ ორჯერ გამეცინა და დანარჩენი დროის განმავლობაში ვკვდებოდი მოწყენილობით. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ ჩემ გემოვნებას ვერ მოერგო, თუმცა არ არის გამორიცხული, თქვენთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდეს

 

5. სამზარეულო / Кухня

Кухня

“სამზარეულო” არის ბოლო დროის ყველაზე პოპულარული კომედიური სერიალი რუსეთში, რომელიც 6 სეზონი გაგრძელდა და მისი spin-off დღემდე გადის აღნიშნულ ქვეყანაში. ჩემთვის პირადად, საკმაოდ სახალისოა და რამდენიმე სერიაზე იმდენად გულიანად მიცინია, რომ სავარძლიდან გადმოვვარდნილვარ 😄

4. როგორ შევხვდი დედათქვენს / HOW I MET YOUR MOTHER

HOW I MET YOUR MOTHER

ეს სერიალი ითვლება ამერიკაში N2 ყველაზე პოპულარულ სიტკომად და ბევრისთვის კონკურენციას უწევს ჩემი სიის პირველ ადგილოსანს, თუმცა მე დიდად ვერ მოვიხიბლე და სიმართლე რომ ვთქვათ, საკმაოდ ბანალური და ერთფეროვანი სიტუაციებია, არც იუმორია დიდად მაღალი დონის, მეტიც, ხშირად ძალიან მდარეც არის. თუმცა მეორემხრივ, განსატვირთად არცთუ ისე ცუდი ვარიანტია და ზემოთ ხსენებული ფაქტების მიუხედავად, როცა დავამთავრე, მაინც გული დამწყდა, იმდენად მივეჩვიე და გავითავისე პერსონაჟები. ჩემთვის მეცხრე ანუ ფინალური სეზონი არის ამ სერიალის დამალული განძი, განსაკუთრებით წინა 8 სეზონთან შედარებით და მოულოდნელი ფინალით, რომელიც ყველას გაშეშებულს დაგტოვებთ. იქნებ, სერიალსაც არასწორი სახელი ქვია?! 😛

3. ბრუკლინი 9-9 / Brooklyn Nine-Nine

brooklyn nine-nine

შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ სპეციფიკური იუმორი აქვს ამ სერიალს და მეც გარკვეული დრო დამჭირდა რომ “დამემუღამებინა”, თუმცა თუ გაითავისეთ, მერწმუნეთ, ძალიან ბევრს იცინებთ და სერიებს ერთმანეთის მიყოლებით გადაუვლით

2. უარესიც ხდება / The Middle

the middle

ოჯახური სიტკომი, რომელსაც ნებისმიერ დროს უყურებ, ნებისმიერ გარემოში და პოზიტივით დაიმუხტები. ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ოჯახის უმცროსი წევრი “ბრიკი” და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. ეს არის ერთობ უცნაური ბავშვი, უცნაური ჩვევებითა და აზროვნების უნარით 😀 საკმაოდ დასამახსოვრებელი პერსონაჟია მამამისიც, რომელიც რატომღაც ლუის მამას მახსენებს(“ცხოვრება ლუისთან ერთად” მულტ.სერიალიდან). და მოკლედ, ეს სერიალი არ მოგაწყენთ, შეგაყვარებთ პერსონაჟებს და ბევრსაც გაცინებთ 😋

1. მეგობრები / Friends

Friends

ყველა დროის ყველაზე მხიარული და პოპულარული ამერიკული სიტკომი, რომელიც უკონკურენტოა პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, ერთადერთი, განუმეორებელი და სერიალი რომელიც 2-ჯერ მაქვს თავიდან ბოლომდე ნანახი და სანამ შენ ამ პოსტს კითხულობ, შეიძლება მესამედაც დავიწყე 😄 მე უბრალოდ ვგიჟდები ამ სერიალზე და როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, სულ რომ ვკვდებოდე, მაშინაც შეუძლიათ პერსონაჟებს გამაცინონ და ხასიათზე მომიყვანონ. აღარაფერს ვამბობ, რომ ვინაიდან შესვენებებზე ვუყურებ ხოლმე სერიალებს, არის იდეალური და აათმაგებს მოტივაციას ნებისმიერ საქმეში 💪 არის ყველასთვის გასაგები, მრავალფეროვანი და რაც მთავარია, მაღალი დონის/ხარისხის იუმორი, ჩენდლერის სარკაზმი და ჯოუის გონებამახვილი აზრები არ მოგცემენ მოწყენის საშუალებას. თქვენ ეს სერიალი შეგიყვარდებათ! და ჩემსავით, რამდენჯერმე უყურებთ ❤

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close