სტუმარი ბლოგერი

10 რამ რასაც გოგოები ფიქრობენ სანამ ბიჭის მესიჯს ელოდებიან

📢📢📢მოდით ცოტა გავერთოთ და…

💃💃💃10 რამ რასაც გოგოები ფიქრობენ სანამ ბიჭის მესიჯს ელოდებიან:

1. ვინმეს ხომ არ მივწერო და შევამოწმო იქნებ ჩემი ტელეფონი ურევს;

2. იქნებ ტელეფონი დაკარგა, ფეიზბუქზე შევამოწმებ რამე ხომ არ დაუპოსტავს;

3. რამე თამაში ხომ არ არის ფეხბურთის, ან კალათბურთის, ან … და ხომ არ გაერთო თამაშის ყურებით;

4. იქნებ შეყვარებული გაიჩინა მას შემდეგ რაც ჩვენ ბოლოს ვილაპარაკეთ;

5. იქნებ ჩემი ნომერი შემთხვევით წაეშალა და ხომ არ მივწერო?!;

6. ვინმე სიმპატიურ ბიჭს დავუპოსტავ ფეისბუქზე რომ იეჭვიანოს;

7. ჯერ მომწეროს და ერთი ორი საათი პასუხს არ გავცემ, ნახოს როგორია ლოდინი;

8. გადავიკითხო ბოლოს რაც მივწერე, რამე ცუდად ხომ არ გამომივიდა და ეწყინა;

9. 12 საათის წინ იყო ონლაინზე, ხომ არ მოკლეს;

10. თუ არ უნდა ნუ უნდა, წავიდეს და უკეთესი ნახოს… 2 წუთში ტელეფონს დახედავ, აუ მომწეროს რაა…

P.S.  გოგოებო, ქვების სროლას არ ვართ! 🚫🚫🚫  🤣🤣🤣

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close